ლევან დავითაშვილი ნიუ-იორკში პოლიტიკურ ფორუმს ესწრება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სათავო ოფისში მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმს ესწრება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ფორუმზე მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების კუთხით ქვეყნების მიერ მიღწეულ შედეგებზე მსჯელობენ.

უწყების ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტერიალს, რომლის მთავარ თემას „ტრანსფორმაცია მდგრადი და მოქნილი საზოგადოებისთვის“ წარმოადგენს, 120 ქვეყნის 80-მდე მინისტრი ესწრება. მინისტრების მონაწილეობით თემატური პანელები იმართება, სადაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მოხსენებით წარსდგება.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, მსგავსი დონის პლატფორმა ქვეყნებს საშუალებას აძლევს, მაღალი ტრიბუნიდან გააჟღერონ საკუთარ ქვეყნებში არსებული მიღწევები, გამოწვევები და ერთობლივად დასახონ პროგრესის მიღწევის გზები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმზე მინისტრებმა გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან აქცენტი 6 მიზანზე გააკეთეს, რომელიც წყლის რესურსების, ენერგიის, ქალაქების, ეკოსისტემების, ტყის, ბიომრავალფეროვნების დანაკარგების შემცირებას და მდგრად მართვას, ასევე გაუდაბნოების და ნიადაგის დეგრადაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ ფორუმის ფარგლებში, მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციაზე ანგარიშს 47 ქვეყანა წარმოადგენს; მონაწილეები ერთობლივად იმსჯელებენ 2030 წლისთვის მისაღწევ კონკრეტულ მიზნებზე. ფორუმის დასასრულს მინისტრების მიერ შემუშავებული იქნება ერთობლივი დეკლარაცია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა