ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შენობა გაერთიანებული სამინისტროს დაქვემდებარებაში დარჩება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შენობა სავარაუდოდ არ გამოთავისუფლდება, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, სამინისტროების სტრუქტურის შერწყმის შემდეგ, მოქალაქეთა მიღება ამავე შენობაში გაგრძელდება.

„პირველ ეტაპზე, რომელიც უკვე დაიწყო და 3 თვე გაგრძელდება, ორივე სამინისტროს სტრუქტურა ტექნიკურად გაერთიანდება, გარდა იმ ნაწილის, რაც სხვა სამინისტროებში გადადის. უდიდესი ნაწილი ადამიანური რესურსების, ტექნიკური აღჭურვილობის რჩება გაერთიანულ სტრუქტურაში. შესაბამისად, რჩება ის შენობაც და გააგრძელებს ფუნქციონირებას, სადაც ახლა დევნილთა სამინისტროა. 3 თვის განმავლობაში მოხდება ახალი სტრუქტურის დამუშავება და დახვეწა. ახლა გამიჭირდება იმის თქმა, გამოთავისუფლდება თუ არა შენობა. ვფიქრობ, რომ - არა, რადგან მოქალაქეთა მიღება აქამდე არსებულ ორივე სამინისტროს ძალიან მაღალი ჰქონდა და დარჩება ძალიან მაღალი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ შენობის რესურსი მომავალშიც საჭირო იქნება",- განაცხადა სერგეენკომ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა