სააპელაციო სასამართლო სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის განაჩენს დღეს გამოაცხადებს

პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო უცვლელად დატოვებს მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს და ექსპრეზიდენტი კვლავ მსჯავრდებულად დარჩება.

საუბარია მიხეილ სააკაშვილის მიმართ არსებულ ბრალდებაზე, რომელიც სანდრო გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხება.

გუშინდელ პროცესზე მხარეები რეპლიკებით წარდგნენ, რის შემდეგაც მოსამართლე ნინო სანდოძემ განმარტა, რომ სარეზოლუციო ნაწილი 18 ივლისს გამოცხადდება და სათათბიროდ გავიდა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა ჟურნალისებს განუცხადა, საქმეში არსებული მტკიცებულებებით სააკაშვილის ბრალეულობა მტკიცდება და შესაბამისად იმედოვნებს, რომ გამამტყუნებელ განაჩენს სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებს.

ამასთან, პროცესზე სააკაშვილის ადვოკატმა დავით კაკოიშვილმა ისაუბრა სააკაშვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებაზე და აღნიშნა, რომ შეწყალება ნებისმიერი პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებაა. შესაბამისად, მისივე განმარტებით, დაცვის მხარისთვის გაუგებარია ამ შემთხვებაში რა პრინციპს ეყრდნობოდა ის ბრალი, რომელიც სააკაშვილს წარედგინა. პროკურორ ირაკლი ნადარეიშვილის განმარტებით, კი აღნიშნულ კითხვას არაერთხელ გასცა არგუმენტირებული პასუხი ბრალდების მხარემ, როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოშიც.

„დღევანდელ რეპლიკაში სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი. შეწყალების უფლებას არავინ დავობს. ეს არის კონსტიტუციით განსაზღვრული უფლება, თუმცა ამ უფლების ბოროტად გამოყენება შესაძლებელი იყო და ასეთი განახორციელა მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა. ჩვენი პოზიცია ერთია, რაც არაერთხელ გავაჟღერეთ სასამართლო პროცესზე, რომ ნებისმიერი საჯარო, პოლიტიკური თანამდებობის პირი, ნებისმიერი საჯარო მოხელე ვალდებულია იცავდეს კანონს. მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს, მათ შორის პრეზიდენტს.

სწორედ მათ აკისრიათ კანონის განუხრელად დაცვის ვალდებულება და ტვირთი, რომელიც ამ შემთხვევაში გადაიქცა გარკვეულ პირებზე დანაშაულის დაფარვისა და უკანონო შეღავათების გავრცელების საფუძვლად“, - განაცხადა გუშინ პროკურორმა.

შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სანდრო გირგვლიანის საქმეზე სამწლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა