ხაშურის მუნიციპალიტეტში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო

ხაშურის მუნიციპალიტეტში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო. დაბა სურამში, წმინდა მარიამის და ლესია უკრაინკას ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოები თანადაფინანსებით ხორციელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხაშურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, წმინდა მარიამის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები ჯამში 212 875 ლარს ითვლის და 670 გრძივი მეტრი გზის მოწყობას ითვალისწინებს, ლესია უკრაინკის ქუჩის მოასფალტების პროექტი კი 282 145 ლარის ღირებულებისაა და 830 გრძივი მეტრი გზის მოწყობა იგეგმება. ამ ეტაპზე დამთავრებულია ქუჩების მოხრეშვა და მიმდინარეობს ნიადაგის მოსწორება, რის შემდეგაც დაიწყება ასფალტის დაგება.

მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ ორივე ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი საბოლოო სახეს სექტემბრის დასასრულს მიიღებს, რაც მკვეთრად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებს. პროქტის ფარგლებში იგეგმება სანიაღვრე არხების მოწყობაც.

„ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყდება, - აცხადებენ ხაშურის მუნიციპალიტეტში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა