ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტის პლენარული სესიის მონაწილეებს რობოტმა სოფიამ მიმართა

ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალური სამიტის პლენარული სესიის მონაწილეებს რობოტმა სოფიამ მიმართა. სოფიამ ხელოვნურ ინტელექტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ხელი შეუწყოს ღია მმართველობას. მისივე თქმით, შესაძლებელია, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სფეროები კიდევ უფრო გაიზარდოს.

„ახალი ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა კიდევ უფრო გაიზარდოს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სფეროები“, - განაცხადა სოფიამ.

მსოფლიოში ყველაზე განვითარებული ჰუმანოიდი რობოტი სოფია საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მოწვევით, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მეხუთე გლობალურ სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.

„ჰუმანოიდი რობოტი სოფია (www.hansonrobotics.com/robot/sophia) Hanson Robotics-ის უახლესი და ყველაზე განვითარებული რობოტია. 2017 წლის ნოემბერში გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) სოფია ინოვაციების ჩემპიონად გამოაცხადა. მანამდე გაეროს წოდებები მხოლოდ ადამიანებს ენიჭებოდა“, - ნათქვამია საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა