მოწმე - ჩემს წინ არავინ გარდაცვლილა, იქ ბევრი ბავშვი იყო, ვინ რა გააკეთა, მართლა არ დამინახავს

ჩემს წინ არავინ გარდაცვლილა. არ ვიცი, იქ ბევრი ბავშვი იყო. ვინ რა გააკეთა, მართლა არ დამინახავს, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში გამოკითხვაზე მყოფმა ავტომობილის მძღოლმა ნიკოლოზ იორდანაშვილმა განაცხადა.

ნიკოლოზ იორდანაშვილი შემთხვევის დროს ხორავას ქუჩაზე იმ ეზოში იმყოფებოდა, სადაც მკვლელობა მოხდა.

კომისიის წევრები საქმის ერთ-ერთი მოწმისგან დაინტერესდნენ თუ როგორ ვერ დაინახა მან მის წინ მიმდინარე პროცესები, რომელიც არაუმეტეს 7-8 მეტრის მოშორებით ხდებოდა. ამასთან, კომისიის მდივანმა ოთარ კახიძემ ნიკოლოზ იორდანაშვილს შეახსენა სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რაც ცრუ ჩვენების მიცემას ეხება.

„ცრუ ჩვენება სისხლის სამართლის წესით ისჯება. თქვენ სასამართლოზეც გაქვთ მიცემული ჩვენება და თქვით, რომ არაფერი დაგინახავთ. თუ პროკურატურა მიიჩნევს, რომ ეს სიცრუეა, მაშინ ისჯება 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით. ხელში ტელეფონი გეჭირათ და პოლიციაში რატომ არ დარეკეთ? სხვამ საერთოდ როგორ მოგასწროთ ან დარეკვა ან დაყვირება? თქვენ რასაც ყვებით არ გეგონოთ, რომ ყველაფერი გვჯერა. ამას ჩვენ შემდგომ შევაფასებთ. ეს უბრალო ჩხუბი არ იყო . ერთ მოზარდს ორჯერ დაარტყეს დანა, მეორეს 12-ჯერ. ამიტომ უბრალო ჩხუბი არ ყოფილა“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

„პოლიციაში არ დამირეკავს. ჩხუბი რომ დაიწყო, მაშინვე ყვიროდნენ, რომ პოლიციაში დარეკილიაო. მე არ დავკვირვებივარ არაფერს. რა გავაკეთე ვერ დავიმახსოვრე. მე არაფერს ვმალავ. სახეზე რომ მახსოვდეს აუცილებლად ვიტყოდი. ჩემს წინ არავინ გარდაცვლილა. არ ვიცი. იქ ბევრი ბავშვი იყო. ვინ რა გააკეთა მართლა არ დამინახავს. ხმალი ხო არაა რომ დამენახა?“-განაცხადა ნიკოლოზ იორდანაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა