მამუკა მდინარაძე - ძალიან კარგი, თუ პრეზიდენტს ჩვენ მივახვედრეთ, როგორ უნდა მოქცეულიყო კონსტიტუციის ჩანაწერის შესაბამისად

პრეზიდენტ გიორგი მაგველაშვილის განცხადება თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურის წარდგენაზე დაახლოებით იგივეა, ერთი კვირის წინ რომ ეთქვა, რომ მამუკა ბახტაძის მიერ შერჩეულ მინისტრების წარდგენაზე იფიქრებდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

“ძალიან კარგი, თუ პრეზიდენტს ჩვენ მივახვედრეთ, როგორ უნდა მოქცეულიყო კონსტიტუციის იმ ჩანაწერის შესაბამისად, რომლის მიხედვით, მან აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე რიჟვაძის კანდიდატურა წარმოადგინა. ის იმეორებს, რომ თითქოს მან შეარჩია რიჟვაძის კანდიდატურა. ეს დაახლოებით იგივეა, ერთი კვირის წინ რომ ეთქვა, რომ იფიქრებდა, წარმოედგინა თუ არა მამუკა ბახტაძის მიერ შერჩეული მინისტრთა-კაბინეტი - ასეთ კაზუსთან გვაქვს საქმე“, - განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა გუშინ დაასახელა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა