ლიბანის ქუჩაზე სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

გლდანის რაიონში, ლიბანის ქუჩაზე მდებარე N17-19 კორპუსების მიმდებარედ, სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, 5 000 კვ.მ ფართობზე სკვერისთვის საჭირო ინვენტარი განთავსდა. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო ველო და საფეხმავლო ბილიკები და ბორდიური. ასევე, მოეწყო ხელოვნურსაფარიანი საბავშვო მოედნები, სარწყავი სისტემა და დამონტაჟდა გარე განათება. შემოდგომაზე კი, აღნიშნულ სკვერში სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგვება და ბალახი დაითესება.

დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, ადგილზე გაეცნო. აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 209 985 ლარი გამოიყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა