თურქეთში ორი წლის წინ შემოღებული საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა

თურქეთში ორი წლის წინ შემოღებული საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გაუქმდა. ამის შესახებ თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.

თურქეთში საგანგებო მდგომარეობა 2016 წლის 21 ივლისს, მას შემდეგ შემოიღეს, რაც აღკვეთილი იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა.

ამ დროის მანძილზე, საგანგებო მდგომარეობა შვიდჯერ გახანგრძლივდა.

საგანგებო რეჟიმის მოქმედების პერიოდში თურქეთის ხელისუფლებამ 35-ზე მეტი განკარგულება გამოსცა, რამაც საშუალება მისცა 130 ათასი ჩინოვნიკი, იურისტი, აკადემიკოსი, მასწავლებელი და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები დაეთხოვათ.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის რიგი წევრი ქვეყანა და თურქეთის ოპოზიცია ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამო აკრიტიკებდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა