„მენაშენეთა ასოციაცია“ ბინის შეძენის მსურველებისთვის რვაპუნქტიან რეკომენდაციას ავრცელებს

„მენაშენეთა ასოციაცია“ ბინის შეძენის მსურველებისთვის რვაპუნქტიან რეკომენდაციას ავრცელებს. როგორც „მენაშენეების ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის ნათქვამი, ბინის შეძენისას უამრავი წვრილმანის და ფუნდამენტური საკითხის გათვალისწინებაა საჭირო, რათა მომხმარებელმა ზუსტად ის მიიღოს, რაშიც ფულის გადახდას აპირებს. შესაბამისად, ასოციაცია აქვეყნებს რეკომენდაციებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„სწორად შეარჩიეთ სამშენებლო კომპანია: უძრავი ქონების შეძენისას დააზუსტეთ კომპანიის ასაკი, გაარკვიეთ რამდენი წელია, რაც სამშენებლო ბაზარზე მოღვაწეობს - მრავალწლიანი გამოცდილება დეველოპერის სტაბილურობაზე მეტყველებს; დააზუსტეთ კომპანიის სამუშაო გამოცდილება - წარმატებით დასრულებული და შესახლებული ობიექტების არსებობა ნიშნავს თქვენთვის საინტერესო პროექტის დროულად, ხარისხიანად და უპრობლემოდ განხორციელებას; დააზუსტეთ უკვე დასრულებული ობიექტების არსებობა. მოინახულეთ ის ობიექტები, რომელიც აშენებული აქვს კომპანიას, ეს საშუალებას მოგცემთ, შეაფასოთ დეველოპერის მიერ შესრულებული ვალდებულებები, როგორც სახლის მშენებლობის, ასევე სადარბაზოსა და გარემოს კეთილმოწყობის ხარისხი; კომპანიის შესახებ რეკომენდაციები მიიღეთ არსებული მომხმარებლისგან - ყველაზე სანდო რეკომენდატორად განიხილება სწორედ არსებული მომხმარებელი, რომელსაც კომპანიასთან ურთიერთობის გამოცდილება აქვს, მიიღე რეკომენდაცია მათგან და დააზუსტეთ მათი კმაყოფილების თუ უკმაყოფილების მიზეზები. „მენაშენეთა ასოციაცია“ მომხმარებლებს სულ 8 რეკომენდაციას აძლევს, რომლებიც, სასურველია, გაითვალისწინონ ბინის შეძენისა და შემდგომი სარგებლობისას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა