ლევან კობერიძე ევროპაში ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით გამართული მრგვალი მაგიდის მუშაობაში იღებს მონაწილეობას

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე ლონდონში საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის (Chatham House) და ინგლისის პარლამენტის ლორდთა პალატის ყველა პარტიის საპარლამენტო ჯგუფის (APPG for drug policy reform) მოწვევით ესწრება ექსპერტებისა და ევროპის პარლამენტის წევრების მონაწილეობით გამართულ მრგვალ მაგიდას, რომლის მთავარი თემაა „ნარკოპოლიტიკის რეფორმა ევროპაში - არსებული მონაცემები“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

„ეს შეხვედრა შესაძლებლობას აძლევს პარლამენტარებს ევროპის მასშტაბით გაიზიარონ გამოცდილება ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, იგი მოიცავს რამდენიმე პრეზენტაციას. აქცენტი კეთდება დისკუსიაზე და გამოცდილების გაზიარებაზე. განვიხილეთ დეკრიმინალიზაციის კანონი; დე ფაქტო დეკრიმინალიზაცია და დეპენალიზაცია; სამკურნალო კანაფის რეგულირება და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოწვევები“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ესწრებიან ინგლისის, გერმანიის, შვედეთის, პორტუგალიის, საფრანგეთის, ჩეხეთის, ლატვიის, ესპანეთის და ესტონეთის პარლამენტის წევრები.

ავთანდილ  წულაძე - აშშ და ჩინეთი რუსეთის გარეშე ბიპოლარული სისტემის ჩამოყალიბების პროცესში არიან, რუსეთი პოლუსი კარგა ხანია აღარ არის, იგი მხოლოდ პროჩინურ ბანაკშია
ქართული პრესის მიმოხილვა 30.10.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის ნებართვა მიიღო
სილქ როუდ ჯგუფმა წარმატებით დაასრულა 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების განთავსება
"ყველაფერი UG ქონების შესახებ" - საქართველოს უნივერსიტეტის ქონების შეძენასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი საჯაროა
შუა დერეფნის პერსპექტივები გლობალური კონფრონტაციისა და არასტაბილურობის პირობებში
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქნელებმა წარუდგინეს