დავით ზალკალიანი - ჩვენ გავაგრძელებთ სვლას იქითკენ, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ჩვენი თავდაცვისუნარიანობა, გამყარდეს სახელმწიფო და დემოკრატიული ინსტიტუტები

ჩვენი პარტნიორების მხრიდან გვაქვს ძალიან მყარი მხარდაჭერა ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსთან მიმართებაში, რაც დადასტურდა ნატო-ს ბრიუსელის სამიტზეც, ასევე, გენერალური მდივნის მხრიდან აღინიშნა, რომ ეს არის საქართველოს სუვერენული არჩევანი, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადა.

„ჩვენი ევროატლანტიკური კურსი არის გამყარებული იმ რეფორმებით, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში იმ ნაბიჯებით, რომელსაც ჩვენ ვდგამთ ორმხრივ ფორმატებში ნატოელ პარტნიორებთან. ჩვენ გავაგრძელებთ სვლას იქითკენ, რომ საქართველო კიდევ უფრო გაძლიერდეს. ასევე გაძლიერდეს ჩვენი თავდაცვისუნარიანობა, გამყარდეს სახელმწიფო და დემოკრატიული ინსტიტუტები, რადგანაც ძლიერი საგარეო პოლიტიკის თანმიმდევრული კურსის გამტარებელი ქვეყანა არის რეგიონში სტაბილურობის სერიოზული გარანტი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იმ პოლიტიკოსებს, ვინც საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში ჩართვას ცდილობენ, მოუწოდა ამ გადაწყვეტილების შედეგებზე დაფიქრდნენ. ამის შესახებ პუტინმა რუსეთის ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ამგვარ აგრესიულ ნაბიჯებზე, რომლებიც პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენენ რუსეთისთვის, ჩვენ თანაზომიერი რეაგირება გვექნება. ჩვენმა კოლეგებმა, რომლებიც სიტუაციის გამწვავებაზე თამაშობენ, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინის ნატო-ს ორბიტაში ჩართვით, უნდა იფიქრონ ამგვარი უპასუხისმგებლო პოლიტიკის შესაძლო შედეგებზე“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. მისივე თქმით, ევროპის უსაფრთხოების საფუძველი თანამშრომლობისა და ნდობის განვითარებაშია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა