დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩემი კარიერის განმავლობაში არ მქონია არანაირი გადაცდომა და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩემს სიმართლეში

ჩემი კარიერის განმავლობაში არ მქონია არანაირი გადაცდომა და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმ სიმართლეში, რომელიც მე გამაჩნია, - ამის შესახებ „ტვ.პირველის“ ეთერში, ყოფილმა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აბსურდულია მედიით გაჟღერებული ბრალდებები მისი მისამართით, რასაც ისიც ადასტურებს, რომ ამ დრომდე კონკრეტული მტკიცებულება მის წინააღმდეგ არავის წარმოუდგენია.

„ჩემს გადაცდომებთან დაკავშირებით მე ვერც ერთი კონკრეტული ფაქტი ვერ მოვისმინე და საზოგადოებას ვპირდები, რომ ვერც მოვისმენ. მე, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა, სრულად აგებს პასუხს, თუ ექნება რამე გადაცდომა, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ ჩემი კარიერის განმავლობაში არ მქონია არანაირი გადაცდომა და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმ სიმართლეში, რომელიც მე გამაჩნია“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა