ჰესების მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით, დღეს პანკისის ხეობაში საპროტესტო აქცია განახლდება

ჰესების მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით, დღეს პანკისის ხეობის სოფელ დუისში, საპროტესტო აქცია განახლდება. როგორც პანკისის მცხოვრებმა, სულხან ბორძიკაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, პანკისელები, ყველა სამართლებრივ ზომას მიმართავენ იმისთვის, რომ ხეობაში ჰესები აღარ აშენდეს.

სულხან ბორძიკაშვილის თქმით, პანკისელების ერთადერთი იმედი, რომ ხეობაში ტურიზმი განვითარდება, სწორედ ალაზანს უკავშირდება, ჰესების მშენებლობა კი მისივე თქმით, მათ ამ იმედს ჩაუკლავს.

„ალაზანი 4 კილომეტრია, მთელი ფლორაა, ფაუნა და კლავენ. შეისყიდეს მიწები და მთელი ამბებია. ერთადერთი იმედი, რაც პანკისელებს გვაქვს, ის არის, რომ ტურიზმი განვავითაროთ და ის ალაზანიც თუ მოსპეს, ტურიზმზე ფიქრიც აღარ იქნება. ფაქტობრივად, ხალხს იქამდე მიიყვანენ, რომ სული შიმშილით ამოხდეთ. ეკონომიკური თვალსაზრისითაც რომ ვთქვათ, იმ ალაზანით ცოცხლობენ. პანკისში უკვე არის 2 ჰესი. ფიქრობენ, რომ საბოლოო ჯამში, 5 ჰესი ააშენონ, რაც ბევრია ამ პატარა ხეობისთვის“, - განაცხადა სულხან ბორძიკაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“.

ამასთან, ის სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლაზეც საუბრობს.

„იმის მერე, როცა შეწყდა ჰესების მშენებლობა, ყველა იმ ადამიანს, ვინც აქტიური იყო აღნიშული ჰესების მშენებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებულ აქციებზე, პირდაპირ სამხარეო პოლიციაში იბარებდნენ გამოკითხვაზე. კონკრეტულად არ ვიცი, რასთან დაკავშირებით, რადგან თავად არ ვყოფილვარ დაბარებული. დაიბარეს ყველა ადამიანი, ვინც აქციაზე იდგა და საუბრობდა ამ აქციის დროს. ეს ყველასთვის ასოცირდება ზეწოლასთან“, - განაცხადა სულხან ბორძიკაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა