გიორგი გახარია ლიეტუვას მთავრობის კანცლერს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ლიეტუვას მთავრობის კანცლერს, ალგრიდას სტონჩაიტისს შეხვდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ლიეტუვას საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, გიედრიუს პუოჯუნასი და ლიეტუვას მთავრობის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, მინდაუგას ზიკუსი.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრა ატარებდა გაცნობით ხასიათს. მინისტრმა ლიეტუვას მხარის წარმომადგენლებს სამინისტროში ბოლო დროს განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, აგრეთვე, დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა