არჩილ თალაკვაძე - უნდა შეიქმნას საბინაო ფონდი, რომელიც ადამიანებს საცხოვრისით დაეხმარება

შეგვიძლია შევქმნათ სოციალური საცხოვრისის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება საბინაო ფონდი, რომელიც ადამიანებს საცხოვრისით დაეხმარება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში არაერთ მოქალაქეს აქვს საცხოვრისის პრობლემა.

„არაერთ ჩვენს მოქალაქეს ჯერ კიდევ აქვს ელემენტარული საცხოვრისის პრობლემა. ამას მოწმობს ის წერილები და მოთხოვნები, რომლებიც მაჟორიტარ დეპუტატებს შემოგვდის.

ქვეყანაში კი გზებზე და ქალაქებში არის ისეთი შენობები, რომელთა კაპიტალური რემონტი და ბინების სახით გამოყენება შეუძლიათ მუნიციპალიტეტებს, შეუძლია მთავრობას, ეტაპობრივად. სოფლებშიც არის სახლები, რომელთა შესყიდვა და გამოყენება შესაძლებელია იმ ოჯახებისთვის, ვინც უსახლკაროდ არის დარჩენილი.

შეგვიძლია შევქმნათ სოციალური საცხოვრისის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება საბინაო ფონდი, მართვის სამართლიანი და გამჭვირვალე წესებით, რომელიც ადამიანებს საცხოვრისით დაეხმარება, სანამ მათ ეს სჭირდებათ.

სოციალური საცხოვრისის პროგრამები სხვადასხვა ფორმით არსებობს ავსტრიაში, დანიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, აშშ-სა და ბრაზილიაში, რუმინეთსა და უნგრეთში“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა