ფოთში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობისას, მძარცველი გასროლის შედეგად დაიღუპა

ფოთში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის მცდელობისას, მძარცველი გასროლის შედეგად დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის მცდელობისას ადგილზე მისულ სამართალდამცველსა და მძარცველს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც პოლიციელის მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოხდა, შედეგად მძარცველი თავის არეში მძიმედ დაიჭრა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც ფოთის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმმა განაცხადა, დაშავებული ექიმებს კომატოზურ მდგომარეობში დახვდა, მოგვიანებით კი, გარდაიცვალა. როგორც ექიმი აღნიშნავს, პაციენტს სისხლმდენი ჭრილობა თავის არეში აღენიშნებოდა. 

„დილით შემოვიდა გამოძახება, გავედით ადგილზე და პაციენტი უგონო, კომატოზურ მდგომარეობაში დაგვხვდა. თავზე აღენიშნებოდა სისხლმდენი ჭრილობა. ჩაუტარდა პირველადი დახმარება და გადავიყვანეთ ფოთის სტაციონარში. მოგვიანებით პაციენტი ზუგდიდის კლინიკაში რეანომობილით გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. პოლიციელს ჩვენი დახმარება არ დასჭირვებია, მხოლოდ ერთი პაციენტი გვყავდა", - განაცხადა ექიმმა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

გამოძიება სსკ-ის მე-19 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმოს. გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა