ლაშა თორდია არ გამორიცხავს, რომ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში იჩივლოს

ყოფილი გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია არ გამორიცხავს, რომ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში იჩივლოს.

როგორც თორდიამ ტელეკომპანია “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსის“ ეთერში განაცხადა, ის ჯერჯერობით გონივრულ და არაგონივრულ ვადებში ელოდება, დაინტერესდება თუ არა ახალი მთავარი პროკურორი მისი საქმით.

“გონივრულ და არაგონივრულ ვადებსაც ველოდები, რომ რაღაც ფორმით რაღაც შედეგებამდე მივიდეთ. არის სხვადასხვა მექანიზმები, რომლებსაც გავდივარ ჩემს უფლებადამცველებთან ერთად, მაგალითად სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მივმართოთ, ან სხვა რომელიმე საერთაშორისო ინსტიტუტს იმისთვის, რომ რაღაც ზემოქმედება მოვახდინოთ ამ პროცესზე. შეუძლებელია ასე ჰაერში იყოს გამოკიდებული ეს საქმე. ეს საქმე ასე არ დასრულდება, ასე არ შეიძლება ყველაფერი გაქრეს. მივმართავთ ყველა მექანიზმს, რაც შეიძლება სამართლებრივ ფარგლებში მოხდეს“, - განაცხადა თორდიამ.

ყოფილი გენერალური აუდიტორი მზადყოფნას გამოთქვამს, გამოძიებასთან ნებისმიერ დროს ითანამშრომლოს.

ლაშა თორდია და ოთარ ფარცხალაძე რამდენიმე თვის წინ ერთმანეთს ღამის კლუბ “ელ ცენტროში“ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა