ირაკლი კობახიძე - სასამართლო სისტემაში რჩება პრობლემები და გამოწვევები, მაგრამ სწორი მიმართულებით მივდივართ

სასამართლო სისტემაში რჩება პრობლემები და გამოწვევები, მაგრამ პროცესი არის ფუნდამენტური, მივდივართ სწორი მიმართულებით და ამ მიმართულებით სვლა გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

კობახიძის თქმით, მისთვის მთავარია სისტემა ფუნქციონირებდეს გამართულად და არ იყოს კითხვის ნიშნები კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, სისტემა მუშაობდეს გამართულად, ფუნქციონირებდეს გამართულად და არ იყოს კითხვის ნიშნები კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით და ტენდენცია იყოს პოზიტიური. ამას ჩვენ ვაკვირდებით გასული 6 წლის განმავლობაში. თქვენ გახსოვთ, რა ვითარება იყო სასამართლო სისტემაში 2012 წლამდე. ეს ორგანო, ხელისუფლების ეს შტო იყო მთლიანად დაქვემდებარებული აღმასრულებელ ხელისუფლებას, იუსტიციის სამინისტროს და კონკრეტულად იუსტიციის მინისტრს; ერთი კაცი მართავდა სისტემას. ამის შემდეგ გვაქვს რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია. დღეს სასამართლო არის არსებითად დამოუკიდებელი და მუშაობს ეფექტიანად, რაც აისახება შესაბამის სტატისტიკაში, რაც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, არა სახელები და გვარები, არამედ ადამიანის უფლებები იყოს დაცული, არავის შეეფარდოს სასჯელი უსამართლოდ, სწორად გადაწყდეს სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეები და ამ სტატისტიკაში გვაქვს რადიკალური გაუმჯობესება. აქ არ არის საუბარი მცირე პროგრესზე, აქ საუბარია რადიკალურ და ფუნდამენტურ პროგრესზე. გარდა სტატისტიკისა, ადამიანებს აქვთ შეხება სასამართლოსთან და ესეც ადასტურებს იმას, რომ სასამართლოში პროგრესი ნამდვილად ფუნდამენტურია“, - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, როდესაც საუბარია კონკრეტულ სახელებზე და გვარებზე, იქ შეიძლება კონკრეტულ ადამიანებს ჰქონდეთ გარკვეული მოსაზრებები.

„ჩვენ გვახსოვს, რომ სისტემა იყო მთლიანად დისკრედიტირებული 2012 წლამდე. სისტემა მუშაობდა არასწორად და როცა სისტემა არასწორად მუშაობს, ეს აისახება კორპუსის რეპუტაციაზე და კონკრეტული მოსამართლეების რეპუტაციაზეც. ეს იყო პრობლემა, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით გადმოვიბარეთ 2012 წელს, თუმცა, მაშინ იდგა კონკრეტული დილემა, ან უნდა მომხდარიყო სისტემის წმენდა, რაც გვახსოვს 2004 წლიდან, ან უნდა მომხდარიყო არსებული სისტემის გაჯანსაღება. ჩვენ წავედით მეორე გზით, რაც იყო ერთგვარი კომპრომისული გადაწყვეტილება, რომელსაც ალტერნატივა არ ჰქონდა. სწორი, რაციონალური გადაწყვეტილების საფუძველზე ჩვენ მოვახერხეთ სასამართლო სისტემაში ფუნდამენტური წინსვლის მიღწევა. გაზრდილია სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქალაქეების მიერ მოგებული საქმეების რაოდენობა და გამამართლებელი განაჩენების რიცხვი“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, არის თუ არა სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობა, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა წარმართოს პროცესები სასამართლო სისტემაში.

„მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცეებს არ მოსწონთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობა, ეს საბჭო არსებობს, მაგრამ თუ თქვენ კლანს უწოდებთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მაშინ შეგიძლიათ უწოდოთ. რა თქმა უნდა, რჩება პრობლემები და გამოწვევები, ეს გამოწვევები არის უამრავ ქვეყანაში, მაგრამ ჩვენი მემკვიდრეობის გათვალისწინებით, ეს პრობლემები ჩვენთან მეტია, მაგრამ პროცესი არის ფუნდამენტური, მივდივართ სწორი მიმართულებით და ამ მიმართულებით სვლა გაგრძელდება“, - განაცხადა კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა