ირაკლი კობახიძე - შეგვეძლო, მანამდე ტოტალიზატორი გვეთამაშა და მარტივად გამოგვეცნო, რომ ყოფილი პოლიტიკური თანამდებობის პირებისადმი კითხვებს სპეკულაციები მოჰყვებოდა

შეგვეძლო, მანამდე ტოტალიზატორი გვეთამაშა და მარტივად გამოგვეცნო, რომ ყოფილი პოლიტიკური თანამდებობის პირებისადმი კითხვების დასმას მოჰყვებოდა სპეკულაციები ოპოზიციის მხრიდან, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მოსაზრებებს იმის შესახებ რომ ეკონომიკის ყოფილი მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილისა და რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრის ზურაბ ალავიძის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას აქვს ადგილი.

ამასთან, კობახიძე არ პასუხობს კითხვას, შესაძლოა თუ არა, გამოძიება ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობით დაინტერესდეს.

"ეს ყველაფერი არის თავიდან ბოლომდე სამართალდამცავი ორგანოების საქმე. თუ მათ გაუჩნდათ კითხვები ორი კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირის მიმართ, ისინი დასვამენ კითხვებს და ამ კითხვებს გაეცემა პასუხები. ყველაფერს ამ სფეროში წყვეტენ სამართალდამცავი ორგანოები. როდესაც საქმე ეხება გამოძიებას, თუ იქ ჩართულნი არიან ყოფილი თანამდებობის პირები, აქ, ბუნებრივია, ძალიან ადვილია სპეკულირება და მოსალოდნელიც იყო, რომ ამ ყველაფერს მოჰყვებოდა პოლიტიკური სპეკულაციები ოპოზიციის მხრიდან. ეს იყო მოსალოდნელი და ეს პროგნოზი გამართლდა. შეგვეძლო, მანამდე ტოტალიზატორი გვეთამაშა და მარტივად გამოგვეცნო, რომ ამას აუცილებლად მოჰყვებოდა სპეკულაციები ოპოზიციის მხრიდან. ხვალაც რომელიმე პოლიტიკური თანამდებობის პირზე რომ დაისვას კითხვები სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, გაძლევთ გარანტიას, რომ მოჰყვება სპეკულაციები ოპოზიციის მხრიდან",- განაცხადა კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა