ბიძინა ივანიშვილი - კვირიკაშვილს აღარ შეეძლო მართვა, მეთოდები, რომელსაც ის იყენებდა, არ იყო ეფექტური

კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზი იყო ის, რომ მას აღარ შეეძლო მართვა, მეთოდები, რომელსაც კვირიკაშვილი იყენებდა, არ იყო ეფექტური, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა „აქტუალურ თემაში“ განაცხადა.

ყოფილი პრემიერის შეფასებით, კვირიკაშვილის მართვის მეთოდმა განაპირობა ის, რომ გუნდი დაშლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. „კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზი იყო ის, რომ მას აღარ შეეძლო მართვა და მართვის ის მეთოდები, რომელსაც კვირიკაშვილი იყენებდა, არ იყო ეფექტური. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, კვირიკაშვილი ვერ ახერხებდა გუნდურ მმართველობას, რაც აუცილებელია ზოგადად გუნდურ მართვაში და მით უმეტეს პატარა ქვეყნის და ჩვენი გუნდის შემთხვევაში. პარლამენტი ფაქტობრივად ჩახსნილი იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან. მთავრობაშიც მას ჰყავდა მეგობრები - ამაში პრინციპში ცუდი არაფერია, თუმცა მთავრობაშიც ვერ ხერხდებოდა პრინციპული საკითხების განხილვა და შეჯერება და ძირითადად ორ კაცთან - ალავიძესა და ქუმსიშვილთან ახერხებდა როგორც ჩანდა, გადაწყვეტილებების შეთანხმებას და ზოგიერთი დაგვიანებული გადაწყვეტილება მოუმზადებლად შემოდიოდა საზოგადოებაში, გუნდის მზაობა არ შეინიშნებოდა, მით უმეტეს პარლამენტში და ეს პრობლემა გუნდზეც აისახებოდა. კვირიკაშვილის მართვის მეთოდი იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ გუნდს დაეტყო, რომ დაშლას იწყებდა. მიზანი, რისთვისაც იყო გუნდი მოწოდებული, რომ მონაწილეობა მიეღო სახელმწიფოს განვითარების პროცესში, ეს ვერტიკალი საერთოდ ირღვეოდა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს