ბიძინა ივანიშვილი - კრიტიკულ სიტუაციაში როდესაც ვნახე, რომ გარედან ჩემი კონტროლით გუნდის შენარჩუნების რესურსი არ იყო, პოლიტიკაში დავბრუნდი

ყურადღებით ვაკვირდებოდი და კრიტიკულ სიტუაციაში როდესაც ვნახე, რომ გარედან ჩემი კონტროლით საკმარისი არ იყო რესურსი იმისა, რომ გუნდი შენარჩუნებულიყო, პოლიტიკაში დავბრუნდი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა და ამჟამად პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ მიზეზების განმარტებისას საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე მიზეზი ჩამოთვალა, თუ რატომ დაბრუნდა პოლიტიკაში, მათ შორის დაასახელა გუნდის დაშლის რეალური საფრთხე. „მესამე მიზეზი, რაც დავასახელე ყრილობაზე არის ის, რომ გუნდში შეიმჩნეოდა, რომ თითქოს დაკარგული იყო გუნდურობა და იყო ეჭვი, რომ გუნდი დაშლილიყო.

თუ მსუბუქი მინიშნება გავაკეთე ამაზე ყრილობაზე, ახლა ვიტყვი, რომ ძალიან დიდი იყო ხიფათი, რომ გუნდი დაშლილიყო. მე ამას ყურადღებით ვაკვირდებოდი და კრიტიკულ სიტუაციაში როდესაც ვნახე, რომ გარედან ჩემი კონტროლით საკმარისი არ იყო რესურსი იმისა, რომ გუნდი შენარჩუნებულიყო, დავბრუნდი პოლიტიკაში. მე კიდევ მექნება შესაძლებლობა ამ ყველაფერს დავუბრუნდე და ვაჩვენო საზოგადოებას. გუნდში უფრო ღრმად იყო პრობლემები“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა