ნოდარ ხადური სტატისტიკოსებს ქართული სტატისტიკის 99 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური სტატისტიკოსებს ქართული სტატისტიკის 99 წლის იუბილეს ულოცავს.

“გილოცავთ ქართული სტატისტიკის 99 წლის იუბილეს. 25 ივლისი საქართველოს სტატისტიკის დღეა. კონკურენციის სააგენტოს სახელით, პროფესიულ დღეს და 99 წლის იუბილეს ვულოცავ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს, მის ყველა თანამშრომელს, აღნიშნული დარგის სპეციალისტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მათ შორის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრის თანამშრომლებს, სტუდენტებს - მომავალ სტატისტიკოსებს.

ახლო მომავალში, საქართველოს კონკურენციის სააგენტოსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რომელიც ამ ორ უწყებას შორის თანამშრომლობასა და საქმიანობას შეუწყობს ხელს. სტატისტიკის სამსახურის ეფექტიან მუშაობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ოფიციალური სტატისტიკა არის დემოკრატიული საზოგადოების საინფორმაციო სისტემის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი, რომელიც ხელისუფლების ორგანოებს, ეკონომიკის სუბიექტებსა და საზოგადოებას ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური, დემოგრაფიული და ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის ამსახველი სტატისტიკური მონაცემებით უზრუნველყოფს.

გისურვებთ პროფესიულ წინსვლასა და ქვეყნის წინაშე აღებული ვალდებულებების წარმატებით შესრულებას“, - საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა