ეკა ბესელია - ბიძინა ივანიშვილი დღეს რომ ღიად საუბრობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქამდე ამ თემებზე არ საუბრობდა

ბიძინა ივანიშვილი დღეს რომ ღიად საუბრობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქამდე ამ თემებზე არ საუბრობდა,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბესელია გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნა, რომ ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით ივიანიშვილს ხშირად ჰქონდა საუბარი დიმიტრი ქუმსიშვილსა და გიორგი კვირიკაშვილთან.

"ძალიან ნათლად განმარტა ბიძინა ივანიშვილმა მისთვის ჩვეული ღიაობით და გულწრფელობით თქვა, რომ ის ახლა არ საუბრობს ამაზე, ახლა უბრალოდ საუბრობს საჯაროდ, მაგრამ ის ამის თაობაზე ესაუბრებოდა შესაბამის მინისტრებსაც და მთავრობის მეთაურსაც ანუ ბიძინა ივანიშვილი დღეს რომ ღიად საუბრობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქამდე ამ თემაზე არ საუბრობდა. ჭარბვალიანობის და ბანკებთან დაკავშირებულ საკითხებზე ჰქონდა მას საუბარი, ისევე როგორც პარლამენტთან ურთიერთობაზე, უფრო მეტად გააქტიურებაზე ამ ტენდენციებისა და ამ ფორმების. მეც მსმენია, მეც მქონია ამ თემაზე საუბარი მასთან და მგონია, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ კარგი დემოკრატიისთვის და მხოლოდ და მხოლოდ კარგი ანგარიშვალდებულებისთვის. ასე რომ, მივესალმები ამას", - განაცხადა ბესელიამ.

მისი თქმით, ივანიშვილმა ნათლად განმარტა, თუ რასთან მიმართებაში ჰქონდა აზრთა სხვადასხვაობა ყოფილ პრემიერთან და ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან.

"მე მგონია,რომ ნათლად ახსნა ბიძინა ივანიშვილმა, რა წუხილიც მას ჰქონდა, ასევე რა განცდაც და რა არგუმენტების გამოც ჰქონდა მას აზრთასხვადასხვაობა. ეს არის ძირითადად, ჩვენი მოქალაქეებისთვის ბანკებთან ურთიერთობის თვალსაზრისით ის არასამართლებრივი სივრცე, რაც შეიქმნა და რამაც ძალიან ბევრი მოქალაქე დააზარალა. რეფორმების უფრო სწრაფად განხორციელების სურვილი საბანკო სფეროსთან მიმართებაში მგონია, რომ ეს ნათლად და ღიად თქვა და ძალაინ კორექტულად", - განაცხადა ბესელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა