სოფიო ქაცარავა - ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულება გასაკვირი არ უნდა იყოს

ვთვლი, რომ გასაკვირი არ უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიმართ, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს.

„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები და სწორი შეფასება: პარლამენტის როლის ხაზგასმა: პარლამენტის ფუნქცია უნდა გაიზარდოს და გამყარდეს, საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ ძლიერ საპარლამენტო მმართველობად; ასევე, ძალიან სწორი შეფასება საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და გამოწვევებზე; გლობალური გამოწვევების ფონზე, ჩვენ უნდა ვიყოთ ადეკვატურები და ვიმოქმედოთ სწორად, ისე, რომ ქვეყნის მიერ მიღწეული საგარეო თუ საშინაო წარმატებები, კიდევ უფრო გავაძლიეროთ“, -განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ძალიან დიდ პოზიტიურ გავლენას იქონიებს, როგორც პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ განვითარებაზე, ასევე დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა