კობა გვენეტაძე - ეროვნულ ბანკს „ქართუ ბანკისა“ და „ლიბერთი ბანკის“ გაერთიანების შესახებ არანაირი ოფიციალური მიმართვა არ მიუღია

ეროვნულ ბანკს „ქართუ ბანკისა“ და „ლიბერთი ბანკის“ გაერთიანების შესახებ არანაირი ოფიციალური მიმართვა არ მიუღია, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.

კობა გვენეტაძემ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ ბანკებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადების შეფასებას შეეხებოდა.

„ახალ მოთამაშეს რაც შეეხება, იყო ინფორმაცია და სურვილი, რომ ფინანსურ ჯგუფს სურდა შემოსვლა. დღესდღეობით ასეთი არ არის. რაც შეეხება გამსხვილებას, რომ ხომ არ არის განზრახული „ლიბერთი ბანკისა“ და „ქართუ ბანკის“ შეერთება, გპასუხობთ, რომ არანაირი ოფიციალური მიმართვა ეროვნულ ბანკს არ მიუღია“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

როგორც საქართველოს ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა გუშინდელ ინტერვიუში განაცხადა, კარგია, რომ ქვეყანაში ორი დიდი ბანკი არსებობს, მაგრამ მესამე ბანკიც უნდა გაჩნდეს, რადგან ორი ბანკი ცოტაა და უფრო მეტია საჭირო იმისთვის, რომ ეკონომიკაში მონოპოლიზების, ან სხვა საფრთხეები არ გაჩნდეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა