მამუკა ბახტაძე ივანიშვილის განცხადებაზე - საუბარია სავალუტო ფონდის 2016 წლის IMF-ის დასკვნაზე

როცა არსებობს კითხვები, მათზე უნდა გაეცეს პასუხი, არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი რა პოზიციაზეა. ეს მეც მეხება და ჩემს ნებისმიერ კოლეგას, რომელიც ჩემს გვერდით არის და ჩემს ყოფილ კოლეგებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბახტაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, თუ რას ფიქრობს ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის და ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრების ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე.

“როდესაც მიიღება პრინციპული, მასშტაბური გადაწყვეტილებები, რომელიც შეეხება ძალიან მნიშვნელოვან სექტორებს, მთლიან ეკონომიკას ან პოლიტიკურ ცხოვრებას ქვეყანაში, ეს უნდა იყოს ძალიან ფართო კონსულტაციების შედეგი. მე მინდა განვაცხადო ის, რაც პარლამენტშიც ვთქვი. ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა, საპარლამენტო დემოკრატია და მთავრობა უნდა იყოს გამჭვირვალე რეჟიმის კომუნიკაციაში საქართველოს პარლამენტთან. ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ამაზე გააკეთა აქცენტი და ეს იყო ის რეალობა, რომელიც მაშინ დაფიქსირდა. რაც შეეხება გამოძიებას, ამაზე საგამოძიებო ორგანოებმა გააკეთეს პირდაპირი და სწორი განმარტება და გავიმეორებ - როცა არსებობს კითხვები, მათზე უნდა გაეცეს პასუხი, არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი რა პოზიციაზეა, ეს მეც მეხება და ჩემს ნებისმიერ კოლეგას, რომელიც ჩემს გვერდით არის და ჩემს ყოფილ კოლეგებს. ეს არის ბუნებრივი მომენტი და ამ თემების ირგვლივ კითხვის ნიშნების არსებობა სწორი არ არის“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კითხვაზე, რომელი კვლევა დაუმალა გიორგი კვირიკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს, რის შესახებაც თავად პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ისაუბრა, პრემიერმა განმარტა, რომ “საუბარია 2016 წლის IMF-ის დასკვნაზე“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა