გლდანის რაიონში კიდევ ოთხი ფიტნეს ზონა მოეწყო

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, თანამედროვე ტიპის სავარჯიშო ფიტნეს ზონების მოწყობა კიდევ ოთხ მისამართზე დასრულდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ფიტნეს ზონები ამჯერად, ანდრონიკაშვილის პირველ შესახვევში არსებულ სკვერში, გლდანის ა მ/რ-ის N62-63 კორპუსების, ვეკუას ქუჩა N10 კორპუსისა და გლდანის მე-3 მ/რ-ის N68ა-68ბ კორპუსების მიმდებარედ განთავსდა.

ტრენაჟორების მოწყობის დასრულებული სამუშაოები გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიაქაუტაძემ მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად დაათვალიერა.

„ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია. შესაბამისად, ფიტნეს ზონებს და სპორტულ სივრცეებს აქტიურად ვაწყობთ. მოხარული ვართ, რომ მოსახლეობა ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად იყენებს ჩვენს მიერ მოწყობილ სივრცეებს. დღეს, კიდევ ოთხ მისამართზე, ახალი ფიტნეს ზონის მოწყობა დავასრულეთ. საერთო ჯამში კი, მიმდინარე წელს 12 ასეთი ზონა მოვაწყვეთ“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

ფიტნეს ზონის მოწყობის სამუშაოები შპს „ჯეო პარკმა“ განახორციელა. აღნიშნული სამუშაოებისთვის 65 274 ლარი გამოიყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა