სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობიდან გათავისუფლებული ლევან შონია განცხადებას ავრცელებს

სამეგრელო-ზემო სვანეთის უკვე ყოფილი გუბერნატორი ლევან შონია განცხადებას ავრცელებს. შონია აღნიშნულ პოსტზე გაწეულ საქმიანობას აჯამებს და აცხადებს, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში რეგიონში 1 მილიარდ 100 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა.

ყოფილი გუბერნატორი იმედს გამოთქვამს, რომ ახალი ხელმძღვანელი უფრო მეტს შეძლებს რეგიონის განვითარებისთვის.

“სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის პოსტზე 4 წელზე მეტი ვიმუშავე. ამ ხნის განმავლობაში, გვქონდა რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი წარმატებები, მაგრამ იყო ძალიან ბევრი სირთულე, რომელთა ნაწილი დავძლიეთ და ნაწილიც დასაძლევია. გასული ოთხი წლის განმავლობაში რეგიონში განხორციელდა 1 მილიარდ 100 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო სამეგრელო-ზემო სვანეთისთვის.

მინდა მადლობა გადავუხადო გუნდს ნდობისთვის, რომ მომეცა საშუალება ჩვენი რეგიონისთვის გამეკეთებინა შესაძლებლობების მაქსიმუმი. მადლობა ყველა სახელმწიფო უწყებას, რეგიონის მუნიციპალიტეტებს, მათ ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს, მადლობა პოლიციელების დიდ ოჯახს, საიდანაც მე მოვდივარ!

განსაკუთრებლი მადლობა მინდა გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებს გადავუხადო, რომლებიც რეგიონის საკეთილდღეოდ 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.

გუნდისთვის არა ერთხელ გამოცხადებული ნდობისთვის, მადლობა ჩვენი რეგიონის მოსახლეობას, მადლობა ჩვენს ვეტერანებს, რომელთა თანადგომას და რჩევებს მუდმივად ვიღებდი, მათი გაწეული შრომა ფასდაუდებელია.

წარმატებებს ვუსურვებ სამეგრელო-ზემო სვანეთის მომავალ გუბერნატორს, იმედს ვიქონიებ ახალი ხელმძღვანელი უფრო მეტს შეძლებს რეგიონის განვითარებისთვის!

მე ვიყავი, ვარ და ვრჩები გუნდის ერთგულ წევრად!“, - ნათქვამია ლევან შონიას განცხადებაში.

5 რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დღეიდან თანამდებობიდან თავისუფლდებიან შემდეგი რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულები: შიდა ქართლის, მცხეთა მთიანეთის, სამეგრელო- ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის და სამცხე - ჯავახეთის გუბერნატორები.

მისივე თქმით, ამ რეგიონებში, ისევე როგორც იმერეთში, უახლოეს დღეებში წარადგენს ახალ სახელმწიფო რწმუნებულებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა