ელენე ხოშტარია - არასრულწლოვნების დაკითხვისას გამოიკვეთა ძალიან მნიშვნელოვანი, საკვანძო ახალი გარემოებები

არასრულწლოვნების დაკითხვისას გამოიკვეთა ძალიან მნიშვნელოვანი, საკვანძო ახალი გარემოებები, - ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრებმა განაცხადეს, თუმცა ამ კონკრეტული გარემოებების დასახელებისგან თავი შეიკავეს.

„მოგეხსენებათ, რომ კომისია კვირების განმავლობაში კითხავს მოწმეებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი უბედურების შესახებ. ჩვენ კვირების განმავლობაში გვქონდა საშუალება, მიგვეღო ინფორმაცია და გაგვეზიარებინა ინფორმაცია ამ მოვლენის გარშემო და დღეს, როდესაც პრაქტიკულად დავასრულეთ არასრულწლოვნების დაკითხვა, გვინდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ ამ დაკითხვების დროს გამოიკვეთა ძალიან მნიშვნელოვანი, საკვანძო ახალი გარემოებები, რომლის შესახებაც ჩვენ მყისიერად ვაწვდით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს სწრაფი და ეფექტური რეაგირებისთვის. სწორედ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ ვიკავებთ თავს შინაარსის თქმისგან, თუ რაში მდგომარეობს ეს ახალი გარემოებები და ველოდებით შს სამინისტროს“, - განაცხადა საგამოძიებო კომისიის წევრმა ელენე ხოშტარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა