ხაიშში ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ხაიშში ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივმა გარი ჩხვიმიანმა განუცხადა, მოსახლეობასხე-ტყის ჭრის არნაირი სურვილი არ აქვს, თუმცა მათ სხვა საარსებო წყარო არ გააჩნიათ.

"არავის უნდა ხეების ჭრა. არ ვართ ბუნების წინააღმდეგ, პირიქით, იხაროს ხემ, მაგრამ მოსახლეობას სხვა გამოსავალი არ რჩება. ჩვენ დღეს შევთავაზეთ მთავრობის წარმომადგენლებს, რომ შემოგვთავაზონ ალტერნატივა, დაგვასაქმონ, განავითარონ ტურიზმი და სოფლის მეურნეობა. გვითხრეს, რომ ერთმანეთში მოილაპარაკებენ. ოკუპირებულ ტერიტორიასთან ახლოს ვართ, ძროხა ვერ გაგვიშვია გარეთ. გასულ წელს კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ სვანეთი დაცული ტერიტორია გახდებაო, თუმცა გავიდა ერთი წელი და დაცული ტერიტორია კი არა გაამათხოვრეს ხალხი. შემდეგ ორი ჰესი აშენდებაო და რამდენიმე შენდება, აქედანვე იტყუებიან",- ამბობს გარი ჩხვიმიანი. მისივე ინფორმაციით, სპეცრაზმი ხაიშიდან გაყვანილია, თუმცა სოფელთან ახლოს რჩება.

ადგილზე მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი, რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველo სოზარ სუბარი და შსს- წარმომადგენლები იმყოფებიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა