ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა

ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა. აბიტურიენტებმა ბოლო გამოცდა ფიზიკაში ჩააბარეს. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, შარშანდელისგან განსხვავებით, შესაძლოა, პირველადი შედეგების გამოცხადება რამდენიმე დღით დაგვიანდეს, რისი მიზეზიც განრიგში შესული ცვლილებაა.

ამავე მიზეზის გამო გადაიწევს აბიტურიენტების არჩევანის საბოლოო ვადა. მაია მიმინოშვილმა აღნიშნული განცხადება FaceBook LIVE-ის მეშვეობით გააკეთა, სადაც მან საგამოცდო პროცესები შეაჯამა და აბიტურიენტებს წარმატება უსურვა.

2018 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 39 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის 4500-ზე მეტი სტუდენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის 12300-ზე მეტი კანდიდატი, ხოლო მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისთვის 21 000-მდე აპლიკანტმა გაიარა გამოცდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა