სოზარ სუბარი დღეს ხაიშის მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრას გამართავს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელი სოზარ სუბარი დღეს, ხაიშის მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრას გამართავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუბარმა განუცხადა, ხეობაში და სოფლის ცენტრში ამ წუთებში სიმშვიდეა. მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილება ის პრობლემები თუ პრეტენზიები, რომელიც ადგილობრივებს აქვთ. სუბარის განცხადებით, პროცესში აქტიურად ჩაერთვება ცენტრალური ხელისუფლება, ხოლო ერთ კვირაში შესაბამისი უწყების წარმომადგენლები თავად შეხვდებიან მოქალაქეებს და პრობლემების გადაჭრის კონკრეტულ ხედვებს წარადგენენ.

სოზარ სუბარი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე რიგი მიზეზების გათვალისწინებით, არც ერთ ადგილობრივზე არ გავრცელდება რამე ტიპის სანქცია და არ მოხდება სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება. სუბარი სახელმწიფოს მხრიდან დაგვიანებულ რეაგრებაზეც ამახვილებს ყურადღებას.

„ამ ეტაპზე გზა გახსნილია, ავტომობილები თავისუფლად გადაადგილდებიან. ეს იყო ამ წუთისთვის მთავარი მიღწევა. შევთანხმდით, რომ ვრჩები ადგილზე და მოსახლეობასთან მექნება დიალოგი, რათა მათი პრობლემა მოვაგროვო და ჩამოვიტანო თბილისში. დაახლოებით 10 დღეში, მთავრობასთან ერთად, ის ადამიანები, ვისაც ხელეწიფება პრობლემების გადაჭრა, ჩამოვლენ და ვიმუშავებთ პრობლემის მოგვარების გრძელვადიან გზებზე. ეს სოფლები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მუშაობენ ხე-ტყეზე, რომელიც მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ, რომ ეს ყველაფერი მოგვექცია ლეგალურ ჩარჩოებში და ხშირია, რომ ეს ადამიანები და მათი საქმიანობა კანონის ზღვარზეა ან უკანონო. ამ უკანონობას ხშირად ჩვენც ვუწყობთ ხელს, ზოგჯერ იმით, რომ პოლიტიკა ვერ გავატარეთ დროულად, თუმცა ზოგჯერ არის ობიექტური მიზეზები.

მაგალითად ხაიშში სავალი გზა, საავადმყოფო, სკოლა, სახლები, მიწები ეკუთვნის „ტრანს ელექტრას“. ასეთ პირობებში შეუძლებელია ლეგალურად აკეთოს ადამიანმა საქმე, ვინაიდან მიწამ, რომელზეც სახერხი დგას, მისი არ არის და ვერ ახერხებს ლეგალიზაციას. ასეთი ბევრი მაგალითია. ჩვენი პირველი ამოცანაა, იმ დონეზე, რაც დასაშვებია, ჭრა და დამუშავება მოვახდინოთ ლეგალურ ჩარჩოებში, სადაც არ არის დასაშვები, იქ შევთავაზოთ ალტერნატიული სამუშაოები“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა