შსს-ს ინფორმაციით, დაცვის პოლიციის თანამშრომელი მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, დაკითხვაზე დაბარებულმა კი, სამხრეები საკუთარი ხელით დაიხია

შსს დაცვის პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომლის გენერალურ ინსპექციაში დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დაცვის პოლიციის თანამშრომელმა ი.ჯ.-მ 21 ივლისს სამსახურში მიაკითხა მეუღლეს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. შსს-ს ცნობით, სწორედ აღნიშნულ ფაქტზე იყო ი.ჯ. დაბარებული გენერალურ ინსპექციაში.

„დაცვის პოლიციის თანამშრომლის - ი.ჯ.-ს მიმართ, მისი მეუღლის განცხადების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში 2018 წლის 21 ივლისს დაიწყო გამოძიება მუქარის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლით.

ი.ჯ.-მ 21 ივლისს სამსახურში მიაკითხა მეუღლეს და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. პოლიციამ გამოძიების დაწყების პარალელურად ი.ჯ.-ს მიმართ იმავე დღეს გამოსცა შემაკავებელი ორდერი.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დისციპლინური სამართალწარმოების ფარგლებში ი.ჯ. გამოკითხვის მიზნით დაბარებული იქნა გენერალურ ინსპექციაში, სადაც ის პროტესტის ნიშნად მოიქცა აგრესიულად, საკუთარი ხელით დაიხია სამხრეები და მოითხოვა შენობის დატოვება, რისი საშუალებაც მისცეს სამინისტროს თანამშრომლებმა”, - ნათქვამია განცხადებაში.

შინააგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ი.ჯ.-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

„გავრცელებული ინფორმაცია გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მხრიდან მისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს და ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირების მიმართ სამინისტროს მკაცრი პოლიტიკის გათვალისწინებით, ემსახურება დისციპლინური და სხვა სახის პასუხისმგებლობისგან თავიდან არიდების მიზანს. სამინისტრო იმოქმედებს კანონის ფარგლებში როგორც მოქალაქეების, ისე პოლიციელების მხრიდან სამართალდარღვევის შემთხვევაში და მათ მიმართ გაატარებს შესაბამის ზომებს.

ამასთან, ი.ჯ.-ს ადვოკატის განცხადება მისთვის შესაძლო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შესახებ, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ სათანადო რეაგირებისთვის გაიგზავნა პროკურატურაში”, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა