მიხეილ ყაველაშვილი სპორტის მთლიანობის გლობალური ალიანსის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

ქალაქ ჟენევაში, გაეროს ოფისში, სპორტის მთლიანობის გლობალური ალიანსის (SPORT INTEGRITY GLOBAL ALLIANCE, SIGA) ფორუმი და ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის სხდომა გაიმართა.

ღონისძიებებში, საპატიო სტუმრის სტატუსით, მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თამჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო, რომელიც SIGA-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომიტეტის თავმჯდომარემ საერთაშორისო სპორტული მოძრაობისა და უცხო ქვეყნის სპორტზე პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრებიც გამართა.

ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში სპორტული ორგანიზაციების მიერ კარგი მმართველობის ჩამოყალიბების ხელშეწყობაზე და პარლამენტის როლზე, ასევე ისაუბრა სპორტის მიმართულებით მთავრობის პრიორიტეტებზე.

“სპორტში კარგი მმართველობის უზრუნველყოფა საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციებში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. მინდა გამოვხატო ჩვენი ინტერესი დავამყაროთ და განვავითაროთ თანამშრომლობა SIGA-სთან. ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა ახალ იმპულსს მისცემს სპორტში კარგი მმართველობის ჩამოყალიბებას არამარტო საქართველოში, არამედ მთლიან რეგიონში“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში დაგეგმილი საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და ყურადღება ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელ მინისტრთა კონფერენციაზე და 17-18 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის ქვეკომიტეტის სხდომაზე გაამახვილა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებების ფარგლებში, 18 ოქტომბერს, თბილისში “სპორტში კარგი მმართველობის და სპორტული მთლიანობის პარლამენტთაშორის ალიანსს“ ჩაეყრება საფუძველი.

ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ყაველაშვილი SIGA-ს აღმასრულებელ დირექტორს ემანუელ მასედო დე მედეიროსს შეხვდა.

SIGA - დამოუკიდებელი, ნეიტრალური და მრავალი სუბიექტის საერთაშორისო კოალიცია, რომელიც აერთიანებს სპორტული მოძრაობის, სახელმწიფო ინსტიტუციების, საერთაშორისო და კერძო ორგანიზაციების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ცნობილ სპორტსმენებს. ალიანსის მისიას სპორტული ინდუსტრიის მრავალ ასპექტში კარგი მმართველობის უნივერსალური სტანდარტებისა და პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა წარმოადენს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა