გორია მერის - მერის სათათბირო ორგანო-სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო დღეს პირველად შეიკრიბა

გორის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანო-სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო დღეს პირველად შეიკრიბა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს, სხდომა გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა გახსნა. საბჭოს რიგით პირველ სხდომაზე წევრებმა საბჭოს თავმჯდომარე ნუგზარ მაჭავარიანი და საბჭოს მდივანი დარეჯან მურადაშვილი ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.

„სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო მერის 2018 წლის 9 ივლისის #3838 ბრძანებით დამტკიცდა გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის 14 ადამიანის შემადგენლობით, მათ შორის, 8 მამაკაცი და 6 ქალია: ნუგზარ მაჭავარიანი, დარეჯან მურადაშვილი, გალაქტიონ ხარაბაძე, ზაურ საგანელიძე, ნინო გიორგაძე, ნინო ყანჩაველი, ქეთევან ბებიაშვილი, იოსებ ალიმბარაშვილი, მაია ბოლაშვილი, მალხაზ გოჩაშვილი, ელენე უთნელიშვილი, გიორგი ქარელი, ვალერი სუხიშვილი და ზაურ გოგიშვილი.

საბჭოს უფლებამოსილებას განეკუთვნება მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული, სოციალური და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების, ასევე, ბიუჯეტი განხილვა საკრებულოში წარდგენამდე და რეკომენდაციების შემუშავება. საბჭოს საქმიანობის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა, მერსა და მოსახლეობას შორის მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა, მოქალაქეთა ინტერესების წარმოდგენა და დაცვა მერის საქმიანობაში.

მერის სათათბირო ორგანო - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოთხოვნათა შესაბამისად მერის უფლებამოსილების ვადით შეიქმნა. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სარეკომენდაციო ხასიათის არის და სავალდებულო ძალა არ აქვს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა