კომპანია „გრაკორო თრეიდ ლიმიტედი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

კომპანია „გრაკორო თრეიდ ლიმიტედი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „ვლადიმერ ჯანჯღავას და „გრაკორო თრეიდ

ლიმიტედის“ ადვოკატის იმედა დვალიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია „ბადაგონის“ მითვისების პროცესში არსებობს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, სამართალდამცავი უწყების მიერ გამოვლენილი ფაქტების და გარემოებების მიუხედავად პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმის წარმოება „ბადაგონთან“ დაკავშირებით შეწყვიტა, რის შემდეგაც კომპანიის ადვოკატებმა მიმართეს სასამართლოს და თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაუდებელ აუცილებლობად ჩათვალა დაუყოვნებლივ დაყადაღებულიყო გიორგი სალაყაიას ქონება. ყადაღა დაედო, როგორც სალაყაიას უძრავ და მოძრავ ქონებას, ასევე კომპანია „ბადაგონში“ მის სახელზე რიცხულ წილსაც.

მოგახსენებთ, რომ გიორგი სალაყაიამ თაღლითური გზით მოახერხა კომპანიის რეალური მფლობელის ვლადიმერ ჯანჯღავას დარწმუნება „ბადაგონის“ თითქოსდა გაკოტრებაში, რის შემდეგაც ასევე თაღლითურად, კომპანიის „გადარჩენის“ მიზნით გაიფორმა კომპანიის 100 %-იანი წილი და საბანკო კრედიტის აღების მოტივაციით მიითვისა კომპანია „ბადაგონი“.

თებერვალში კომპანიაში შევიდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, ამავე პერიოდიდან გიორგი სალაყაია ცდილობდა კომპანიის სამართლებრივი ფორმის შეცვლას, რაც აპრილში განახორციელა კიდეც და შპს „ბადაგონი“ გარდაქმნა სააქციო საზოგადოებად. მას შემდეგ, რაც სასამართლომ რამდენიმე დღის წინ დააყადაღა მის სახელზე რიცხული აქციები, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გიორგი სალაყაია ცდილობს ამ აქციების მესამე პირებზე უკანა თარიღით გადაყიდვას.

ვაფრთხილებთ როგორც გიორგი სალაყაიას, ასევე სახელმწიფო უწყებებს და ნებისმიერ პირს რომელზეც შესაძებელია მოხდეს ამ აქციების გადაფორმება - ყველა გარიგებაზე, რომელიც შედგება უკანა ან ნებისმიერი თარიღით ამ აქციებთან დაკავშირებით, განხორციელდება კანონით დადგენილი სამართლებრივი პროცედურები. ინფორმაციას აქციების თაღლითური გზით მესამე პირებზე გადაფორმებასთან დაკავშირებით, ადასტურებს ისიც, რომ გიორგი სალაყაია შეგნებულად ამბობს უარს აღმასრულებელთან თანამშრომლობაზე და სახელმწიფოს წარმომადგენელს არ აწვდის ინფორმაციას კომპანია „ბადაგონის“ აქციების მარეგისტრირებლის თაობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა