მამუკა ბახტაძე - ვებპორტალის საშუალებით მოქალაქეებს ონლაინ-რეჟმში შეეძლებათ ინფორმაციის მიღება კონკრეტულ ლოკაციებზე ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით

მნიშვნელოვანია, რომ ჰაერის ხარისხზე მონიტორინგის ევროპული სტანდარტების დანერგვის პარალელურად განვითარდება ვებპორტალი, სადაც მოქალაქეებს მუდმივ, ონლაინ-რეჟმში შეეძლებათ ინფორმაციის მიღება კონკრეტულ ლოკაციებზე ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კოჯორში განაცხადა, სადაც მთავრობის წევრებს ახალი გარემოსდაცით კონცეფცია „მწვანე ეკონომიკა“ გააცნო.

როგორც პრემიერ მინისტრმა „მწვანე ეკონომიკის“ პრეზენტაციისას განაცხადა, ასევე შეიქმნება გარემოსდაცვის ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც ეფექტურ კომუკინაციაში იქნება საზოგადოებასთან, რათა მთავრობა ეფექტური იყოს ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრაში.

“ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტების დანერგვა პასუხობს ეროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნებს. მნიშვნელოვანია, რომ ჰაერის ხარისხზე მონიტორინგის ევროპული სტანდარტების დანერგვის პარალელურად განვითარდება ვებ-პორტალი, სადაც მოქალაქეებს მუდმივ, ონლაინ-რეჟმში შეეძლებათ ინფორმაციის მიღება კონკრეტულ ლოკაციებზე ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით. ასევე, გაიზრდება ჰაერის ხარისხზე მართვის მონიტორინგის ქსელი, რაც საშუალებას მოგვცემს, სწორად დავგეგმოთ ჰაერის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი ღონისძიებები სხვადასხვა ქალაქების მიხედვით. ამასთან, ჩემი ინიციატივა იყო, რომ შემოვიღოთ ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, ვგულისხმობ გარემოს დაცვის ომბუდსმენს, რომელიც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი იქნება იმისათვის, რომ გვქონდეს ძალიან ეფექტური კომუნიკაცია პირდაპირი და უკუკავშირი ჩვენს საზოგადობასთან, რომ მთავრობა იყოს ძალიან ოპერატიული და ეფექტური ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრაში”, - განაცხადა ბახტაძემ.

ამასთან, პრემიერის თქმით, ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი გახდება მდგრადი სატრანსპორტო პოლიტიკა. „ჩვენი პრიორიტეტია, რომ ეტაპობრივად ჩანაცვლდეს გაუმართავი და ამორტიზებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაც პირველ რიგში შეეხება დედაქალქს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მისი განმარტებით, მწვანე პოლიტიკიის განხორციელება მთავრობის უპირველეს ამოცანას წარმოადგენს, რომლის მთავრი ფოკუსი გარემოს დაცვაა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა