„ქართული ოცნება“- ადიგენში ინციდენტი ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა და ყოველგვარი პოლიტიკური მოტივი გამორიცხულია

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ადიგენში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

პარტიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ადიგენში ინციდენტი წარმოიშვა ყოფით ნიადაგზე და ყოველგვარი პოლიტიკური მოტივი გამორიცხულია.

„პოლიტიკური გაერთიანება ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას და გამორიცხავს ვინმეს მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას. იმედს გამოვთქვამთ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება სიმართლეს დაადგენს და დამნაშავე პირები სათანადოდ დაისჯებიან“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ ადიგენის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სიმონ პარუნაშვილმა განაცხადა, რომ „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარ დეპუტატს ზურაბ შაინიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც სიმონ პარუნაშვილმა აღნიშნა, ზურაბ შაინიძეს "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ და მომხდარი შემთხვევითობას არ უკავშირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადიგენში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა