ბორჯომის მერმა პოლონეთის დელეგაციას უმასპინძლა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ, მერის მოადგილემ ბუბა ბერიძემ და კულტურის სამსახურის უფროსმა მარინა ხუჯაძემ დღეს პოლონეთის დელეგაციას უმასპინძლეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ბორჯომთან დამეგობრებული ქალაქ ლეგიონოვოს ხელმძღვანელი პირების საუბარი საზოგადოების საქმიანობის სხვადასხვა სფეროს შეეხო და აქცენტი ორ დამეგობრებულ ქალაქს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე გაკეთდა.

„ხელმძღვანელმა პირებმა საგანმანათლებლო პროგრამებიც განიხილეს, სადაც ქართველი და პოლონელი მოსწავლეები ჩაერთვებიან. ამ მიზნით, მოგვიანებით, შეხვედრა მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში გაგრძელდა. ინიციატივა პოლონელმა მხარემ ბორჯომის საჯარო სკოლების დირექტორებსა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს გააცნო”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ლეგიონოვოს მერის რომან სმოგორჟევსკის თქმით, კარგი იქნება, ორმხრივი პროექტების განხორციელება, რომელიც საშუალებას მისცემს ქალაქებს უკეთ გაეცნონ ქვეყნების გამოცდილებას, განსაკუთრებით ეს განათლების სფეროში იქნება მნიშვნელოვანი. მისივე განმარტებით, პირველ ეტაპზე, ოქტომბრის თვეში იგეგმება ბორჯომის სკოლის დირექტორების მიწვევა პოლონეთში.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პოლონელი სტუმრები ბორჯომში რამდენიმე დღეს გაატარებენ და სხვადასვხა ღონისძიებას დაესწრებიან.

ქალაქები ბორჯომი და ლეგიონოვო დამეგობრებული ქალაქების სტატუსს 2015 წლიდან ატარებენ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა