იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. საბჭო მოსამართლეებს 43 ვაკანტურ ადგილს სთავაზობს. საბუთების მიღება კი 6 აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. საუბარია ღია კონკურსზე, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვისაც მოსამართლეობის სურვილი აქვს და აკმაყოფილებს კანონის შესაბამის კრიტერიუმებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, განაცხადების მიღების შემდეგ საბჭო შესაბამის პროცედურებს დაიწყებს.

რაც შეეხება საბჭოს არამოსამართლე ზოგიერთი წევრის კითხვებს, თუ რატომ გაიწელა მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის გამოცხადების დრო, გიორგი მიქაუტაძე განმარტავს, რომ ამაზე ზუსტი პასუხი არ აქვს, თუმცა საკითხის მოსაგვარებლად მუშაობა უწყვეტად მიმდინარეობდა.

"ამაზე ზუსტი პასუხი არ მაქვს, თუმცა ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ ყველა საკითხზე. ეს პროცედურები მხოლოდ კონკურსი არ არის, შეფასების დეპარტამენტს და ადამიანური რესურსების დეპარტამენტსაც უწევს მუშაობა მიმდინარე შეფასებებზე, ასევე ძალიან ბევრი განცხადება იყო შემოსული უვადოდ გადანიშვნასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი საჭიროებს ძალიან ბევრ დროს და ადამიანურ რესურსს. ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში მუშაობა ერთი წუთითაც არ შეგვიჩერებია. შესაბამისად, ასე ზედაპირულად შენიშვნის გაკეთება, აქამდე რატომ არ გადაწყდა ეს საკითხი, ასეთ შენიშვნებს არ ვიღებ. როდესაც შესაძლებელია, ყველაფერს შემჭიდროებულ ვადებში ვაკეთებთ. შევეცადეთ გაგვეკეთებინა ვაკანსიების ოპტიმიზაცია და გადავაადგილეთ ვაკანსიები, რათა მაქსიმალური შედეგი მოგვცეს კონკურსმა, რომელიც გაიმართება", - განაცხადა გიორგი მიქუტაძემ.

რაც შეეხება იმას, თუ ვის აქვს კონკრეტულად მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა, ასეთები არიან: მოქმედი მოსამართლეები, ყოფილი მოსამართლეები, აგრეთვე ის პირები, რომლებმაც დაამთავრეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა