სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - ბრალდების მხარემ ძირითადი მასალა, რაზედაც ბრალდება არის აგებული, არ მოგვცა

ბრალდების მხარემ ნაცვლად 5 ტომისა, გადმოგვცა 60-70 გვერდის დოკუმენტაცია, რომელიც მოპოვებულია 20-დან 27 ივლისის ჩათვლით. ანუ ძირითადი მასალა, რაზედაც ბრალდება არის აგებული, არ მოგვცეს,- ამის შესახებ სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის კიდევ ერთმა ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ადვოკატის თქმით, დაცვის მხარემ, შესაძლოა, იმ მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა მოითხოვოს, რომელიც ბრალდების მხარემ არ გადასცა.

"27 ივლისს შესაძლო მტკიცებულებების გადმოცემის მოთხოვნით ბრალდების მხარეს მივმართეთ. 83-ე მუხლის შესაბამისად, ჩვენ იმ შესაძლო მტკიცებულებების დაცვის მხარისთვის გადმოცემა მოვითხოვეთ, რომლის წარდგენასაც ბრალდების მხარე სასამართლოში აპირებდა. აღნიშნული მოთხოვნის დაყენების შემდეგ, ბრალდების მხარე ვალდებულია სრული მოცულობით გადმოგვცეს საქმის მტკიცებულებები. მათ ნაცვლად 5 ტომისა, გადმოგვცეს 60-70 გვერდის დოკუმენტაცია, რომელიც მოპოვებულია 20-დან 27 ივლისის ჩათვლით. ანუ ძირითადი მასალა, რაზედაც ბრალდება არის აგებული, არ მოგვცეს,"- განაცხადა ვასილ მამულაშვილმა.

ადვოკატმა იმ იურიდიულ შედეგებზეც ისაუბრა, რაც მტკიცებულებების არ გადაცემას შესაძლოა მოჰყვეს.

"83-ე მუხლის მიხედვით, როდესაც ბრალდების მხარე არ გადასცემს დაცვის მხარეს მტკიცებულებებს, ეს იწვევს აღნიშნული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას. ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ ამ შუამდგომლობას, რომ დაუშვებლად იქნეს ცნობილი ის 5- ტომიანი მასალა, რომელიც საქმეზე მანამდე არსებობდა", - განაცხადა ვასილ მამულაშვილმა.

ექსპერტიზის შედეგებთან დაკავშირებით, მალხაზ კობაურის ადვოკატი აღნიშნავს, რომ აუცილებელია დადგინდეს, დარღვევით ხომ არ მოხდა ნიმუშების აღება.

"თუნდაც ასეთი სახის ექსპერტიზის დასკვნის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია გამოვიკვლიოთ, რამდენად კანონიერად მოხდა თავდაპირველი საკვლევი ობიექტის თუ ნიმუშის აღება. ექსპერტიზის დასკვნა დაუშვებელ მტკიცებულებად იქცევა, თუ დარღვეულია ფორმალური, პროცესუალური კუთხით ნიმუშის მოპოვების წესი,"- განაცხადა ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ხადას ხეობაში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული მ.კ. დააკავა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა