დიმიტრი ხუნდაძე - იმედი მქონდა, მარიხუანასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებდა იმგვარ გადაწყვეტილებას, რომელიც ეკუთვნის თითქმის 4 მილიონ ადამიანს

„იმედი მქონდა, მარიხუანასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებდა იმგვარ გადაწყვეტილებას, რომელიც ეკუთვნის თითქმის 4 მილიონ ადამიანს,“ - ამის შესახებპარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, ამ პროცესში მედიამ ნეგატიური როლი ითამაშა.

„იმედი მქონდა, საკონსტიტუციო სასამართლო, ასეთი მაღალი პასუხისმგებლობის ინსტიტუტი ამგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. თუცმა, ამასაც თავისი წინაპირობები ჰქონდა. მოხდა ამ თემის ჰუმანიზმით შეფუთვა. მინდა გითხრათ, რომ ამ პროცესში მედიამაც საკმაოდ ნეგატიური როლი შეასრულა. ხშირად ტელეეთერებით ხდებოდა ნარკოტიკების ხელაღებული პოპულარიზაცია და არაერთხელ იყო მარიხუანის მოყვანის პროცესი ნაჩვენები. იმედი მქონდა ასეთი პროცესის მორჩილი არ გახდებოდა საკონსტიტუციო სასამართლო და ის მიიღებდა იმგვარ პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებას, რომელიც ეკუთვნის თითქმის 4 მილიონ ადამიანს.

მარიხუანა არის მძლავრი ჰალუცინოგენი. მისი ხშირი მოხმარება იწვევს ჰალუცინაციებს, კოორდინაციის დარღვევას, არაადეკვატურ ქცევებს, ემოციურ ეგზალტაციას, მისი კვამლი საზიანოა სხვებისთვის. მარიხუანას ხშირი მომხმარებლებისთვის დამახასიათებელია ის, რომ მსგავს საქმიანობაში ითრევენ მინიმუმ 2-3 ადამიანს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა