ინტელექსპრესმა ევროკავშირში განახლებული ლიცენზია (PSD 2) მიიღო

მიმდინარე წლის 30 ივლისს ინტელექსპრესმა ევროკავშირში მიღებული განახლებული რეგულაციების მიხედვით (PSD 2 - Payment Services Directive 2) განაახლა ლიცენზია, როგორც ავტორიზებულმა საგადახდო ინსტიტუტმა (API - Authorised Payment Institution). ახალი რეგულაციები შემუშავებულია ევროკავშირის მიერ, და მიზნად ისახავს ფინანსური ინსტიტუტებისთვის მაღალი სტანდარტების დაწესებას. ევროკავშირში მოღვაწე ყველა საგადახდო ინსტიტუტი ვალდებულია დააკმაყოფილოს PSD2-ის მაღალი სტანდარტები, რაც ინტელექსპრესმა წარამტებით გაიარა და ანიჭებს უფლებას, ევროკავშირის მასშტაბით გახსნას ფილიალები, სისტემაში ჩართოს აგენტები და ფულად გზავნილებთან ერთად, აწარმოოს სხვადასხვა ტიპის ფინანსური ოპერაციები.

„ინტელექსპრესი“ ერთადერთი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემაა, საკუთარი ფილიალებითა და ლიცენზიებით ევროკავშირის ქვეყნებში, საქართველოში, უკრაინასა და სხვა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. იგი 2006 წელს დაარსდა და დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია წარმოდგენილი როგორც საკუთარი ისე პარტნიორი ბანკებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით. დღეისათვის „ინტელექსპრესი“ სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც თავის ასობით ათას მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა ფინანსურ მომსახურებას, მათ შორის ფულადი გზავნილების განხორციელებას მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში.

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე