საბერძნეთში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებმა ხელისუფლების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

საბერძნეთში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებმა საბერძნეთის ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. ამის შესახებ გაზეთი Kathimerini იუწყება. გამოცემა აზუსტებს, რომ სარჩელი სასამართლოში დასახლებულ პუნქტში ნეოს ვუტზასში დაღუპულთა ოჯახის წევრებმა შეიტანეს.

გაზეთის ინფორმაციით, სარჩელის მიხედვით, მოპასუხედ წარმოდგენილნი არიან საბერძნეთის შს სამინისტროს სამოქალაქო თავდაცვის გენერალური მდივანი იანის კაპაკისი, დედაქალაქის ოლქის ატიკას გუბერნატორი რენა დურუ, ქალაქ მარათონის მერი ილიას პსინაკისი და ასევე ქვემო რგოლის რიგი ჩინოვნიკები, პოლიციისა და სახანძრო სამსახურის თანამშრომლები.

23 ივლისს საბერძნეთში ტყის ხანძრის რამდენიმე დიდი კერა გაჩნდა, რის შედეგადაც 91 ადამიანი დაიღუპა. ამ მომენტისთვის ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა