გია თევდორაძე პოლიტიკურ გაერთიანებას „ძალა ერთობაშია“ შეუერთდა

ქუთაისის ყოფილი მერი გია თევდორაძე, რომელმაც შარშან „ევროპული საქართველოს“ რიგები დატოვა და პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, პოლიტიკურ გაერთიანებას „ძალა ერთობაშია“ შეუერთდა.

მისი თქმით, არც ერთი პარტიის წევრი არ არის, თუმცა ივანიშვილის მმართველობის შეცვლის პროცესში მონაწილეობის შანსს ხელიდან ვერ გაუშვებს. თვდორაძის აზრით, გაერთიანებული ოპოზიციური ძალით რეალურად შესაძლებელია ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა და რადგანაც გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდანაც არსებობდა შემხვედრი სურვილი, ამიტომაც ამ მოძრაობაში ჩაერთო. გია თევდორაძე საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი წევრი იქნება.

ქუთაისის ყოფილი მერი და "ნაციონალური მოძრაობიის" ექსდეპუტატი წლების განმავლობაში პარტიის ქუთაისის ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. "ევროპულ საქართველოში" გადასვლის შემდეგ იგი ადგილობრივ ორგანიზაციას უძღვებოდა. შარშან თევდორაძემ "ევროპული საქართველო" დატოვა და პოლიტიკიდან გარკვეული დროით ტაიმ-აუტი აიღო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა