წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ ივლისის ყველაზე გაყიდვადი წიგნების ათეულს აქვეყნებს

წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ ივლისის ყველაზე გაყიდვადი წიგნების ათეულს აქვეყნებს. „ბიბლუსის“ სია მხატვრული და საბავშვო ლიტერატურისგან შედგება. 10 ყველაზე გაყიდვადი წიგნი მხატვრული ლიტერატურიდან არის:

1. „მზე მთვარე და პურის ყანა“ - ცნობილი რეჟისორის, თემურ ბაბლუანის „მზე, მთვარე და პურის ყანა, სათავგადასავლო რომანია, სადაც ერთი თბილისელი ბიჭის დარდითა და ტკივილით სავსე ცხოვრების ამბავია აღწერილი. წიგნი ერთი ამოსუნთქვით იკითხება.

2. „აღიარება ხელისგულზე“ - დებიუტანტი მწერლის თათული ღვინიანიძის რომანი "აღიარება ხელისგულზე" ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტ რადა მოდებაძეზე გიამბობთ. ეს არის რომანი ადამიანურ სისუსტეებზე, შეცდომებზე, ცხოვრების არსის შეცნობაზე, საკუთარი თავისა და ,,შენი ადამიანის'' ძიებაზე.

3. „სიყვარულის ორმოცი წესი“ - თურქი მწერლის ელიფ შაფაქის რომანი ,,სიყვარულის ორმოცი წესი” დაბეჭდვისთანავე ბესტსელერი გახდა. ეს არის წიგნი, რომელიც თანამედროვე ამერიკელი ქალის ცხოვრებაზე გიამბობთ. აქ ქარიშხალივით შემოიჭრება ორი საოცარი და საოცნებო სამყარო: სიყვარული და აღმოსავლეთი.

4. „ნასესხები სიცოცხლე“ - „ნასესხები სიცოცხლე“ ერიხ მარია რემარკის შეუდარებელი ოსტატობით, არაერთგზის აღწერილი „დაკარგული თაობის“ კიდევ ერთი დიდი და მომნუსხველი გრძნობებით სავსე ტრაგიკული სიყვარულის ამბავია. ეს არის, წიგნი, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა წაიკითხოს.

5. „აირჩიე სიკეთე-საოცრება“ - რ.ჯ პალაციოს რომანი „აირჩიე სიკეთე – საოცრება“ პატარა ავგუსტ პულმანზე გიამბობთ. ის დეფორმირებული სახით დაიბადა. თუ ოდესმე სკოლიდან სკოლაში გადასულხართ, გეცოდინებათ, რა სიძნელეები ელის მას. წიგნში შეიტყობთ თუ როგორ შეხვდებიან ახალი თანაკლასელები და როგორ წარიმართება მისი ახალი ცხოვრება.

6. „გროსმაისტერი“ - სოფო არდიას „გროსმაისტერი“ ერთ ჭკვიან მანიპულატორ ადამიანზეა, რომელიც სხვებით თამაშობდა და თავისი მიზნის მისაღწევად არაფერს იშურებდა. ის ყველაზე ცნობილი იყო იმ დროს, ყველაზე პოპულარული, მაგრამ სინამდვილეში მას მაინც არავინ იცნობდა. წიგნი წაკითხვისთანავე მოგნუსხავთ.

7. „სხვა უდაბნოს საიდუმლო“ - დებიუტანტი მწერლის ია კარგარეთელის „სხვა უდაბნოს საიდუმლო“ ახალგაზრდა, ქალზე გიამბობთ, რომელიც ეგვიპტეში მიემგზავრება. უცხო, უჩვეულო და ანდამატივით მიმზიდველი სამყარო მას მოულოდნელობებით ხვდება. მოგზაურობა იქცევა თავბრუდამხვევი, წარმოუდგენელი მოვლენების დინებად, რომელიც ძირფესვიანად ცვლის მის ცხოვრებას.

8. „ნუ მოკლავ ჯაფარას“ - ჰარპერ ლის ერთადერთი რომანი "ნუ მოკლავ ჯაფარას" თავის დროზე სამართლიანად აღიარეს ყველაზე ჰუმანურ ამერიკულ ნაწარმოებად. 6 წლის გოგონას თვალით დანახული მოვლენები მკითხველს ასწავლის, რა არის კარგი და რა – ცუდი, რომ ადამიანური წარმოდგენები ხშირად იცვლება, რომ ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარული და სამართლიანობაა.

9. „ჯინსების თაობა“ - დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“ რამდენიმე ქართველი ახალგაზრდას შესახებ გიამბობთ, რომლებმაც საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით ამერიკაში მოხვედრა სცადეს. გულუბრყვილო მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. დაიღუპნენ გამტაცებლებიც, მათი უმეტესობა კი სასამართლოს წინაშე წარსდგა.

10. „კუპიდონი კრემლის კედელთან“ - საბჭოთა სისტემის მიერ უგზო-უკვლოდ გამქრალი ქმრისა და სამართლის საძიებლად პირდაპირ სტალინთან მიმავალი ახალგაზრდა ქართველი ქალის დაუჯერებელ ისტორიას აკა მორჩილაძე ენაკვიმატი იმერელი „მკვლევრის“ პირით მოგვითხრობს და სევდანარევი იუმორით აღწერს...

რაც შეეხება 10 ყველაზე გაყიდვად წიგნს საბავშვო ლიტერატურიდან, ესენია:

1. „წრიპა ბიჭის დღიური“ - მსოფლიოში ჯეფ კინის "წრიპა ბიჭის დღიურის"150 მილიონზე მეტი ეგზეპლარია გაყიდული. მთავარი გმირი გრეგ ჰეფლი სკოლაში სწავლობს. იქ ბავშვებს, რომლებსაც ჯერ ტანი არ აუყრიათ, "შკაფებთან" ერთად ამყოფებენ, ისეთ "შკაფებთან" პირის პარსვა დღეში ერთხელ რომ არ ჰყოფნით...

2. „წრიპა ბიჭის და შენი დღიური“ - ჯეფ კინის წიგნში „წრიპა ბიჭის და შენი დღიური“ ბევრ საინტერესო შეკითხვას წააწყდებით. აქ ისეთი გვერდებიც ბევრია, სადაც თქვენი აზრი უნდა ჩაწეროთ. ჰოდა რა გაკლიათ შედევრი შესაქმნელად? არაფერი! რაც გინდათ, დაწერეთ. იცოდეთ, რომ როცა მდიდარი და სახელგანთქმული გახდებით, ეს წიგნი თავისი წონა ოქრო ეღირება.

3. ჩემი პირველი კითხვების და პასუხების წიგნი - რატომ აშენებენ ციხესიმაგრეებს ბორცვებზე? საიდან იქმნება ძაბვა? რამხელაა სპილო? ასეთ კითხვებს პატარები ხშირად სვამენ. წიგნში პასუხი ყველა კითხვაზეა გაცემული. მარტივი ამოცანები შემეცნების პროცესს უფრო საინტერესოსა და სახალისოს ხდის.

4. ხაზარულა და სხვა მოთხრობები - მოსწავლის ბიბლიოთეკის სერიის წიგნში შესულია ნოდარ დუმბაძის 14 მოთხრობა. პერსონაჟები არიან არა მარტო ადამიანები, არამედ ცხოველები, ფრინველები და მცენარეებიც. აქ წაიკითხავთ, როგორ უმტკიცებს ქუჩის მაწანწალა ძაღლი სიყვარულსა და ერთგულებას თავის გადამრჩენს, როგორ განიცდის ღირსების შელახვას ამაყი მამალი თემურლენგი, ბებერ ვაშლის ხეს კი ყველა სიტყვა ადამიანივით ესმის.InterPressNews.Ge

5. „დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“ - ანე-კატარინე ვესტლის ზღაპრები მსოფლიოს ყველა ქვეყნის ბავშვებისთვის საყვარელი საკითხავია დედა, მამა და მათი რვა შვილი ცხოვრობდნენ ნორვეგიის ერთი უშველებელი ქალაქის ცენტრში, ქვითკირის მაღალ სახლში. ოჯახი ხომ ასეთი დიდი იყო, ბინა კი ერთი ციდა ჰქონდათ – სულ ერთი ოთახი და სამზარეულო.

6. „ბიბო და სხვა მოთხრობები“ - რევაზ ინანიშვილის წიგნში გაიცნობთ ოთხი წლის ბიჭუნა ბიბოს, რომელსაც დიდი ადამიანივით აწუხებს საფიქრალ-სადარდელი; შიო პაპას, რომელსაც თავისი სახედარი მსოფლიოს ყველა საუკეთესო ავტომობილს ურჩევნია; თეთრცხვირიან და შავცხვირიან ციყვებს, პატარა მელუკას, რომელსაც საოცარი თავგადასავალი გადახდება.

7. „80 000 კილომეტრი წყალქვეშ“ - ჟიულ ვერნის წიგნის „80 000 კილომეტრი წყალქვეშ“ მთავარი პერსონაჟი პიერ ანორაკი ზღვის საზარელი ურჩხულის საძებნელად მიემგზავრება. თავგადასავალი მაშინ იწყება, როცა ოკეანის ბნელსა და იდუმალ სიღრმეებში შეშლილ კაპიტან ნემოს ჩაუვარდება ტყვედ. წიგნი განკუთვნილია მოსწავლეებისთვის VI - VII კლასიდან.

8. წრიპა ბიჭის დღიური – როდრიკი უბერავს - ჯეფ კინის წიგნი „წრიპა ბიჭის დღიური 2 როდრიკი უბერავს კიდევ ერთ საინტერესო თავგადასავალზე გიამბობთ. სჯობს საერთოდ არ ჰკითხოთ გრეგს, როგორც გაატარა ზაფხულის არდადეგები, იმიტომ რომ ამაზე ლაპარაკი ესიკვდილება. სკოლაში ახალი სასწავლო წელი იწყება და გრეგს უნდა საერთოდ დაივიწყოს ზაფხულის სამი თვე, განსაკუთრებით კი ერთი ამბავი...თუ რა ამბვია ეს, წიგნში შეიტყობთ.

9. „ემილის თავგადასავალი“ - ლენებერგელი ემილი – ასე ჰქვია ასტრიდ ლინდგრენის ერთ-ერთ გამორჩეულ პერსონაჟს. ეს მხიარული, ონავარი ბიჭუნა მუდამ ფათერაკებში ეხვევა: ხან საწვნეში გაეჭედება თავი, ხან ხურდა ფულს გადაყლაპავს, ხან დაიკო იდას შეღებავს ლურჯად; მის დაგებულ მახეში კი თაგვის ნაცვლად მამა გაებმება. ეს არის წიგნი, რომელიც ყველა ბავშვმა უნდა წაიკითხოს.

10. „ბიძია ტომის ქოხი“ - ჰარიეტ ბიჩერ სტოუს წიგნი „ბიძია ტომის ქოხი“ საუკუნე-ნახევრის წინ დაიწერა. ის ქადაგებს ზნეობის ისეთ პრინციპებს, როგორიცაა თავისუფლება, სიყვარული და სიკეთე. ავტორი ამ ნაწარმოებით პროტესტს უცხადებს მონობას, და საერთოდ, ყოველგვარ ჩაგვრას.

სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­ნა­ხა­ვად გა­და­დით ბმულ­ზე:

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა