ანკარას პროკურატურამ სამხედრო-საზღვაო ძალების 27 სამხედროს დაკავების ორდერი გასცა

თურქეთში ანკარას პროკურატურამ სამხედრო-საზღვაო ძალების 27 სამხედროს დაკავების ორდერი გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა Hurriyet ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს ბრალად ედებათ 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან და ფეთჰულაფ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირები.

ამ მომენტისთვის თურქეთის დედაქალაქში ამ პირების დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს.

2016 წლის 15 ივლისს თურქეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებისა და ოფიცრების ჯგუფი შეეცადა სამხედრო გადატრიალება განეხორციელებინათ. აღნიშნულის შედეგად 250 ადამიანი დაიღუპა. თურქეთის ხელისუფლებამ სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ბრალი ფეთჰულაჰ გიულენს დასდო, რომელიც ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა