ამერიკელმა სენატორებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ კანონპროექტი წარმოადგინეს

„რესპუბლიკელი“ და „დემოკრატი“ სენატორების ჯგუფმა ახალი კანონპროექტი წარმოადგინა, რომელიც რუსეთისთის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის საკითხთან დაკავშირებით, ახალი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

„სანქციების მიმდინარე რეჟიმმა ვერ შეაკავა რუსეთი 2018 წლის შუალედურ არჩევნებში ჩარევისგან“, - განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა.

დემოკრატი სენატორის ბობ მენენდეზის განცხადებით, ადმინისტრაცია ბოლომდე არ არის ერთგული ამ სანქციების. „ეს კანონპროექტი კიდევ ერთი ნაბიჯია კრემლთან ურთიერთობაში, რათა პუტინი საბოლოოდ მიხვდეს, რომ აშშ მის საქციელს აღარ მოითმენს“, - განაცხადა სენატორმა.

კანონპროექტი შეიცავს შეზღუდვას რუსეთის ახალ ოპერაციებზე სახელმწიფო ვალთან დაკავშირებით, ენერგეტიკულ პროექტებზე, რუსული ურანის იმპორტზე, ასევე ახალ სანქციებს რუს პოლიტიკოსებსა და ოლიგარქებზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა