პაატა იმნაძე - ჩვენი მიზანია, რომ 2020 წლამდე ყველა ის ადამიანი გამოვავლინოთ, ვისაც C ჰეპატიტის ვირუსი აქვს და არ იცის

ჩვენი მიზანია, რომ 2020 წლამდე ყველა ის ადამიანი გამოვავლინოთ, ვისაც C ჰეპატიტის ვირუსი აქვს და არ იცის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში დაახლოებით 80 000 ადამიანი C ჰეპატიტით არის ინფიცირებული და არ იცის.

"ჩვენი მიზანია, რომ 2020 წლამდე ყველა ის ადამიანი გამოვავლინოთ, ვისაც C ჰეპატიტის ვირუსი აქვს და არ იცის. ეს ვირუსი შეიძლება ატარო და მერე უცებ გაგიჩნდეს ციროზი და ღვიძლის კიბო. ამიტომ, ჩვენ კიდევ ერთხელ ვთხოვთ ყველას, რომ მაქსიმალურად მივიდნენ, საქართველოში უამრავ ადგილას ტარდება სკრინინგი. დღეს ამ ვირუსის მორჩენა პრობლემა აღარაა. ვინც იცოდა ყვლა მორჩენილია, ახლა დაახლოებით 80 000 ადამიანია საქართველოში, ვინც ინფიცირებულია და არ იცის", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა